Friday, March 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“არსებობდა სია, სადაც სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი” – გურიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

March 27, 2026
“არსებობდა სია, სადაც სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი” – გურიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში გაუშვა 23 წლის გიორგი ჩხაიძე, რომელსაც გამოძიება მეზობლის, გიორგი მჟავიას განზრახ მკვლელობას ედავება.

გურიაში მოკლული კაცის ნათესავები კი “ტვ პირველს” ეუბნებიან, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა. სოფელ კონჭკატში ხალხი შეშინებულია – ამბობენ, რომ ღამით სახლიდან ვეღარ გადიან.

ადგილობრივი მოსახლეობა ახლა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. ცნობილია, რომ ექსპეტიზაზე დაკავებულის კომპიუტერი და ტელეფონია გადატანილი. გამოძიებამ სწორედ ბრალდებულის ტექნიკის გამოკვლევით უნდა დაადგინოს, რამდენად მასშტაბურია (სავარაუდოდ კომპიუტერიული თამაშის) ვირტუალური ქსელი, რომლის ერთ-ერთი თანამონაწილეც სავარაუდოდ 23 წლის ახალგაზრდა იყო.

“ამ ბავშვის სახლში სისხლი რომ არ ენახათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გიორგიმ ქნა. მანიაკის მოკლული ეგონათ ისიც და ესეც. ამას ეძებდნენ. მშობლებმა რომ აღმოაჩინეს, რომ სახლში არ იყო, მერე განგაში იყო. მამა გარდაცვლილის ოჯახში იყო, დედამ თქვა, გიორგი არ არის სახლშიო, სოფელს მოუხმეს, ეძებეს მერე. გარდაცვლილმაც მოასწრო თქმა მეუღლისთვის გიორგი იყოო და მეუღლესაც დანანახი ჰყავს.

პოლიციამ რაღაც რომ წაიღო, მაგის მერე გამოვიდა ინფორმაცია, რომ შეკვეთილი ჰქონდაო. სია არსებობდა, რომ რამდენიმე პიროვნება ჰყავდა ჩამოწერილი, ვინც უნდა მოეკლაო. იცი როგორ შეშინებული ვართ ყველა? ღამე გარეთ კი ვერ გამოვდივართ”- ამბობს ადგილობრივი.

“ის თამაშები რომ იყო ადრე, ხომ შეწყდა, ახლა გაგრძელდა და იმ თამაშს იყო აყოლილიო. შედგენილი ჰქონდა სია, კიდევ ვინ უნდა მოეკლაო. იმ ღამესვე უნდა მოეკლა ისინიცო”, – ახცადებენ სოფელში.

მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 25 მარტს მოხდა. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეზობელს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
  • კომპანია CMC შუქრუთის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • მსახიობი ჰანდე ერჩელი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge