Friday, March 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს

March 27, 2026
პესკოვი განცხადებას ავრცელებს

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის წამყვან ბიზნესმენებს რუსეთის ფინანსური სტაბილიზაციისთვის შემოწირულების სახით თანხების გაღება სთხოვა.

„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ პუტინმა ასეთი მოთხოვნა წამოაყენა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ სახელმწიფოსთვის, შემოწირულების სახით, ძალიან დიდი თანხის გაღება სურდა.

პესკოვის თქმით, ამ პირმა განაცხადა, რომ დამსწრე ბიზნესმენების უმეტესობამ საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო და მათი ბიზნესის დაწყება, ასე თუ ისე, სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ბევრმა მათგანმა თავის მოვალეობად მიიჩნია წვლილის შეტანა. პესკოვმა არ დაასახელა ბიზნესმენი, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა.

„ეს აბსოლუტურად მისი ინიციატივა იყო და არა პრეზიდენტ პუტინის. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაური მიესალმა ასეთ ინიციატივას“, – დასძინა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თანხა ომისთვისაა განკუთვნილი.

დამოუკიდებელმა რუსული გამოცემა The Bell-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა ბიზნესმენებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე სამხედრო დაფინანსების საკითხი განიხილა და განაცხადა, რომ რუსეთი ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ დონბასის რეგიონის დარჩენილ ტერიტორიებს არ დაიკავებს, რომლებიც ამჟამად ის არ აკონტროლებს. გამოცემის ცნობით, პუტინმა ბიზნესმენებს რუსეთის ფინანსური სტაბილიზაციისთვის შემოწირულების სახით თანხების გაღება სთხოვა. The Bell-ის ცნობით, შეხვედრაზე მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა 100 მილიარდი რუბლის (1.23 მილიარდი აშშ დოლარი) გაღების პირობა დადო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრიტანეთის მთავრობის სანქციების შემდეგ, BBC Studios-მა ტელეკომპანია “იმედს” “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა – “ფორმულა”
  • “აუცილებლად დაჯდება გიორგი მალანია საბრალდებო სკამზე” – მოკლული მასწავლებლის დედა
  • “პოლიტიკურ შეფასებებს პასუხს ვერ გავცემ” – იოსელიანი პაპუაშვილის განცხადებაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge