ტროტუარზე დგომის გამო „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) თანამშრომელს, ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქისტაურს 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც აქციაზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას აერთიანებს, 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
