რის გამო წაუყენეს ახალი ბრალი ბაჩო ახალიას? – ჯერ სუს-ში თქვეს, რომ გამოძიება თავდაცვის ექს მინისტრის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო დაიწყო, მაგრამ დღეს პროკურატურამ პოზიცია შეცვალა.
ახალი ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გაირკვა, რომ ახალაიას 16 თებერვალს ღია სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებას ედავებიან და არა დახურულ პროცესზე.
ძალიან აიხლართნენ უკვე – ამბობს ადვოკატი ანი ნადარეიშვილი. მისი თქმით, “ოცნებას” სურს, რომ ახალაის ხმა სასამართთლო პროცესებიდან არ ისმოდეს და სწორედ ამის დადასტურება ახალი ბრალიც, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგინეს.
“ძალიან სასაცილოა, იმიტომ, რომ ძალიან აიხლართნენ უკვე. ძალიან აბნეულ-დაბნეულები არიან. გამოძიება დაიწყეს ბოლო სასამართლო სხდომის ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ბაჩო ახალაია დახურულ სასამართლოზე ამბობს – “ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიმხოს”. თვენახევრის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც ესწრებოდა სხვა მოსამართლე წინასასამართლოს მოსამართლე იყო მაშინ, ესწრებოდნენ ადვოკატები, საზოგადოება, ჟურნალისტები,( მაშინ სხდომა საჯარო იყო) იმასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გაჩენიათ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის სახელი იქნა ნახსენები და კიდევ ერთხელ თვითონ დაამტკიცეს, რომ მისი აღმატებულება ბიძინა ივანიშვილი არის ყველაფერი ამ ქვეყანაში, აი მაშინ დაიწყეს გამოძიება და დღეს წაუყენეს ბრალი.
რაც შეეხება ჩემს შეშვებას, არანაირი უფლება აქვთთ, მიუედავად იმისა, რომელ საქმეში ვარ სადღაც მოწმე, რომელიც ასევე ხელოვნურია, რადგან ჩემი უფლებაა არ ვიყო მოწმე ჩემი მეუღლის წინააღმდეგ – ესეც კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა ხელოვნურად მაინც მოწმის სტატუსი მაქვს მონიჭებული. ეს არის სხვა საქმე.
არანაირად არ უნდათ, რომ რომელიმე საქმეზე ბაჩო ახალაიას ხმა ისმოდეს, თუმცა მაინც გამოვა ყველაფერი ყველა სასამართლო სხდომიდან”, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
