მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისში სხვადასხვა უწყების შენობებზე ილია მეორის ბანერები 19 მარტს განთავსდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალეს.
