Friday, March 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „ალტას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა

March 27, 2026
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „ალტას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ალტა რითეილის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, სააგენტოს მიმართა არაერთმა მომხმარებელმა „ალტაში“ შეძენილი ნაკლოვანი ნივთის თაობაზე, რა შემთხვევებშიც მოვაჭრე მათ პრეტენზიას არ იზიარებდა.

„წარმოების ფარგლებში, სააგენტომ დაათვალიერა და შეაფასა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის რეალური ფაქტობრივი მდგომარეობა, რის საფუძველზეც GCCA-ის მიერ არ იქნა გაზიარებული მოვაჭრის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნივთს ნაკლი არ აღენიშნებოდა.

ამასთან, გადაწყვეტილების ფარგლებში განხილულ კიდევ ერთ შემთხვევაში, მომხმარებელმა წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა. მომხმარებლისა და მოვაჭრის მიერ წარმოდგენილ დასკვნათა ურთიერთანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოვაჭრის „სერვის ცენტრის“ მიერ გამოყენებული სადიაგნოსტიკო საშუალებები რეალურად ვერ უზრუნველყოფდნენ ნივთის ნაკლის იდენტიფიცირებას, რაც მომხმარებელს უზღუდავდა კანონისმიერი გარანტიის ფარგლებში მომსახურების მიღებას.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იმისათვის, რომ მოვაჭრემ კანონიერად განაცხადოს უარი მომხმარებლისთვის ნივთის შეკეთების, შეცვლის ან ხელშეკრულებაზე უარის თქმის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოვაჭრე ვალდებულია, ობიექტური, სანდო და სრულყოფილი სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენებით, სარწმუნოდ და უტყუარად დაამტკიცოს, რომ ნივთს არ გააჩნია ნაკლი და იგი გადაცემის მომენტში სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების პირობებთან.

საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „ალტა რითეილის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნა ვერ აკმაყოფილებდა აღნიშნულ მტკიცების სტანდარტს და ვერ უზრუნველყოფდა საქონლის უნაკლობის ფაქტის სარწმუნოდ დადასტურებას. შესაბამისად, დადასტურდა, რომ მოვაჭრემ დაარღვია მომხმარებლისთვის უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულება.

მოვაჭრეს დაევალა, 1 თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლების დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი დააკავეს
  • მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება
  • ირანმა სპორტულ გუნდებს „მტრულ“ ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge