Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში მომდევნო ორ თვეში საქონლის ხორცის ფასის მინიმუმ 20-25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

March 26, 2026
საქართველოში მომდევნო ორ თვეში საქონლის ხორცის ფასის მინიმუმ 20-25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

საქართველოში მომდევნო ორ თვეში საქონლის ხორცის ფასის მინიმუმ 20-25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი – ინფორმაციას BM. ge ავრცელებს და წერს, რომ მათთან ინტერვიუში ფერმერმა გურამ ბიჭიაშვილმა განაცხადა, რომ ხორცის ფასის მატება პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებასთან, რაც თავის მხრივ მეზობელ ქვეყანაში დაავადებების გავრცელებითაა გამოწვეული.

გამოცემა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ წელს საქართველოში რუსეთიდან 565.1 ათასი აშშ დოლარის 178.2 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიდა, თუმცა თებერვალში იმპორტი მკვეთრად – 80%-ით არის შემცირებული. მარტის მონაცემები კი ხელმისაწვდომი 19 აპრილს იქნება.

“ორ თვეზე მეტია, რუსეთიდან ერთი სული პირუტყვიც არ შემოსულა საქართველოში. უკრაინიდან ისედაც არ შემოდიოდა და ძალიან იშვიათად, გემით თუ შემოიყვანდი, რადგან ლოგისტიკურად ფაქტობრივად გამორიცხული იყო მისი შემოყვანა. შესაბამისად, უახლოეს ერთ-ორ თვეში მინიმუმ 20–25%-იანი ფასის ზრდაა მოსალოდნელი – ვამბობ მინიმუმს. აღდგომის შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გახდება შესამჩნევი და ფასში ყოველდღიური ცვლილება იქნება. ჩვენ უბრალოდ კულუარული წყაროებით ვიცით, რომ რუსეთში პასტეურელოზია გავრცელებული. ეს იქნება მიზეზი, რაც ფასებს გაზრდის. სავარაუდოდ, დეფიციტიც შეიქმნება ადგილობრივ ბაზარზე” – განუცხადა გამოცემას ფერმერმა გურამ ბიჭიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება” – ტრამპი
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ვინ დგას მაინინგის ბიზნესის უკან? – ვიკტორ ჯაფრიძის პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge