Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე”- პაატა ბურჭულაძე

March 26, 2026
“თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე”- პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ – ამ სიტყვებით მიმარტა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორებს.

ბურჭულაძემ სასამართლო დარბაზში, სადაც ამ წუთებში 10 პირის პროცესი მიმდინარეობს, თქვა, რომ სახელმწიფო ბრალდების “არაპროფესიონალურმა და ბოროტმა ქმედებებმა” ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა მას – განსაკუთრებით კი ის, რომ ვერ გამოემშვიდობა უწმინდეს და უნეტარესს ილია მეორე, რომელთანაც ბევრი წლის მეგობრობა აკავშირებდა.

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – განაცხადა ბურჭულაძემ სხდომათა დარბაზში .

“ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი, რისი მონაწილეც მე ვარ, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს.

უკვე 6 თვეა, მიმდინარეობს ეს „პროცესი“ და ჩემთვის კვლავ გაუგებარია, თუ რას მაბრალებენ და რა უნდა ამ ორ პატივცემულ პროკურორს. ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილთან დაკავშირებით, ნოდარ მელაძის ჟურნალისტური გამოძიების შემდგომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია. თქვენ რა მოგივიდათ, ბატონო ვაჟა თოდუა?! ქალბატონი თამარისთვის, როგორც ჩანს, საქართველოს ევროპული მომავალი საოჯახო ბიზნესზე თავდასხმაა და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მე და აქ მსხდომნი დავდანაშაულდეთ რაიმე ბრალდებით და საქართველოს გზა ევროპისკენ გადაიკეტოს.

თქვენთან არის ბატონო ვაჟა ასეთი რამ რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით?! თუ არის გვითხარით და ჩვენთვის თქვენი პოზიციაც გასაგები იქნება.
6 თვის შემდგომ, ბოლოს და ბოლოს, მგონი უფლება მაქვს, ვიცოდე, რას იძიებთ! იმას, რაც ნამდვილად მოხდა, მხედველობაში მაქვს საქართველოს ეროვნული კრება, თუ სასახლის ღობის დაზიანებას?! კონსიტუტუციის მიხედვით ეროვნული კრების ჩატარების უფლება რომ გვაქვს, ამაზე ვთანხმდებით და თქვენ ამაზე ვერ და არ…
ხომ უნდა ვიცოდე რას მედავებით?! აქციის ორგანიზებას? მოღალატე უზურპატორების წინააღმდეგ მშვიდობიან მოქმედებას? თუ ჩემი მოწოდებიდან, „მშვიდობიანი დამხობა“, სიტყვა მშვიდობიანი გაღელვებთ თუ დამხობა? მედავებით და გინდათ რომ ეს იყოს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება?! თუ გინდათ, კი ბატონო.

სინამდვილეში, ვერც ხვდებით, რომ თქვენი პროპაგანდა, რასაც ჩვენ წინააღმდეგ აგორებთ, უზურპატორი მთავრობის საწინააღმდეგოა. ახლა ავხსნი რას ვგულისხმობ – „ოცნება“ ამბობს, რომ ხალხი მათ უჭერს მხარს და ხალხის სახელით საუბრის ამბიცია აქვს – თუ მე მოვუწოდებდი ხალხს ძალადობრივ დამხობაზე, ძალადობრივი რევოლოციისკენ და იქ, 4 ოქტომბერს, მოვიდა ასობით ათასი ადამიანი, ლამის იმაზე მეტი ვიდრე იმავე დღეს მივიდა ე.წ. არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ასობით ათასი ადამიანი მზად იყო ძალადობრივად დაემხო დიქტატურა.

ანუ, ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანია, ვინც ძალადობრივი გზით „ქართული ოცნების“ დამხობას აპირებს, თქვენ ამის დამტკიცება გინდათ? გვითხარით, მადლობას გეტყვით ქვეყნის გვერდით დგომისთვის და ამაში დაგეთანხმებით…

თქვენმა არაპროფესიონალურმა და ბოროტმა ქმედებებმა ძალიან ბევრი ზიანი მომაყენა პირადად მე. თუნდაც ის, რომ 6 თვეა მელოდებიან ჩემი სტუდენტები და მე ვერ ვამეცადინებ მათ. თუნდაც ის, რომ ჩემი გასტროლები ევროპაში არაფრის გულისთვის შეაჩერეთ. მე ხომ მარტო ჩემთვის არ მაქვს ეს გასტროლები, ამ დროს მე საქართველოს სახელიც გამაქვს. თუნდაც ის, რომ 6 თვეა, არათუ ვერ ვნახულობ, არამედ ვერც ტელეფონით ვესაუბრები მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს და, რაც ყველაზე სამწუხაროა, თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს, სულიერ მამას, პატრიარქს… ათეულობით წლები ვიყავით ერთად, მან, მეუფეებთან ერთად, დაკრძალვამდე, პირადად, პანაშვიდები გადაუხადა ჩემს დედას, ჩემს მამას და მე თქვენი უღირსი საქციელის გამო ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ.

ახლა ისევ საქმეზე – მე ამაყი ვარ, რომ თავში ჩავუდექი, ისტორიულ, საქართველოში პირველ ეროვნულ კრებას და ვიყავი მისი ორგანიზატორი. მან წარმატებით ჩაიარა, მიიღო დეკლარაცია და ხმა მისცა იმ ადამიანების დაკავებას და დაკითხვას, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, საქართველოს ინტერესების განზრახ ხელყოფაში.

აღსანიშნავია, რომ მის ორგანიზებაში არ მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიები იმ მიზეზით, რომ მათი ლიდერების დიდი ნაწილი ციხეში იჯდა და ეს კრება ჩაატარეს საქართველოს მოქალაქეებმა.
4 ოქტომბრის ეროვნული კრება უკვე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და მომავალში მას სათანადო შეფასება ექნება, მასში მონაწილეობდა მთელი საქართველო, არ დარჩენილა არათუ ქალაქი და რაიონი, არამედ თითქმის არც ერთი სოფელი რომლის წარმომადგენელიც არ ესწრებოდა ამ კრებას. ასევე, სპეციალურად, იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან და სამაჩაბლოდან.

„ოცნებისთვის“ ამის აღიარება მარცხის ნიშანია, ამიტომაც, ერთხელაც არ უხსენებიათ თუ რა მოხდა მთელს რუსთაველის მოედანზე რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით და დღემდე მისტირიან მათ მიერ პროვოკაციულად ჩამოგდებულ სასახლის ღობეს.
დააკავეს 60-ზე მეტი უდანაშაულო პატრიოტი; მოჰყავთ ცრუ მოწმე პოლიციელები ითრევენ მათ ამ ბინძურ ჭაობში და აკარგვინებენ თავმოყვარეობას, რაც ძალიან დასანანია. ამ ახალგაზრდებს ხომ წინ მთელი სიცოცხლე აქვთ და ძალიან გაუჭირდებათ თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება.

რას იზამ, ყველა თავად ირჩევს თავის მომავალს და მათი ნამოქმედარი შთამომავლებისთვის იქცევა მაგალითად, თუ რა არის ერის ღალატი.
და ბოლოს მინდა მივმართო თანამებრძოლებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ყველას ვისაც გული უძგერს სამშობლოსთვის – გაუძელი საქართველო! მეამაყები!“, – თქვა ბურჭულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
  • ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში 4 893 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge