Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს – თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, ამას მიაღწიეთ” – პაატა ბურჭულაძე

March 26, 2026
“ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს – თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, ამას მიაღწიეთ” – პაატა ბურჭულაძე

ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი, რომლის მონაწილეც მე ვარ, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 6 თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი და მისთვის კვლავ გაუგებარია, თუ რაში ედება ბრალი.

„ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნო დადგმული სპექტაკლი, რომლის მონაწილეც მე ვარ, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს. უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი და ჩემთვის კვლავ გაუგებარია, თუ რას მაბრალებენ, რა უნდა ამ ორ პატივცემულ პროკურორს (თამარ ბეჟუაშვილს და ვაჟა თოდუას). ექვსი თვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, უფლება მაქვს ვიცოდე, რას იძიებთ? იმას რაც ნამდვილად მოხდა, მხედველობაში მაქვს საქართველოს ეროვნული ნგრევა თუ სასახლის ღობის დაზიანებას? ხომ უნდა ვიცოდეთ, რას გვედავებიან, აქციის ორგანიზებას? სიტყვა მშვიდობიანი გაღელვებთ თუ დამხობა გაღელვებთ? გინდათ, რომ ეს იყოს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება? თუ მე მივუწოდებდი ხალხს ძალადობრივ დამხობაზე, ძალადობრივი რევოლუციისკენ და იქ მოვიდა ასი ათასობით ადამიანი, ლამის იმაზე მეტი, ვიდრე ე.წ. არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ასობით ათასი ადამიანი მზად იყო ძალადობრივად დაემხო დიქტატორი. ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანია, ვინც ძალადობრივი გზით „ქართული ოცნების“ დამხობას აპირებს. თქვენ ამის დამტკიცება გინდათ? გვითხარით, მადლობას გეტყვით ქვეყნის გვერდში დგომისთვის.

თქვენმა არაპროფესიონალურმა და ბოროტმა ქმედებებმა ძალიან დიდი ზიანი მომაყენა პირადად მე. თუნდაც ის, რომ ექვსი თვეა მელოდებიან ჩემი სტუდენტები და ვერ ვამეცადინებ მათ. თუნდაც ის, რომ ჩემი გასტროლები ევროპაში არაფრის გულისთვის შეაჩერეთ. მე ხომ მხოლოდ ჩემთვის არ მაქვს ეს გასტროლები, საქართველოს სახელიც გამაქვს. თუნდაც ის, რომ 6 თვეა არათუ ვერ ვნახულობ, არამედ ტელეფონით ვერ ვესაუბრები მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს და თქვენი ბოროტი საქციელის გამო ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ.

და ბოლოს მივმართავ თანამოქალაქეებს, ყველას ვინც რუსთაველზე დგას და საერთოდ მთელ საქართველოს: გაუძელი, საქართველო. მეამაყებით“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
  • ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში 4 893 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge