Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბალდის კანიონის საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

March 26, 2026
ბალდის კანიონის საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

ბალდის კანიონის საქმეზე სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

ომბუდსმენის ცნობით, საკითხის სპეციფიკიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეძლო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა, პირველად, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ დავაში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინეს.

ცნობისთვის, 2025 წლის ოქტომბერში, პირველ ინსტანციაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივების სარჩელი, რომლითაც ბალდის კანიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იყო სადაოდ გამხდარი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტებს.

“ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებული საკითხები როგორც ახლანდელი, ასევე, მომავალი თაობების ინტერესების დაცვასა და ადამიანის უფლებების რეალიზაციას პირდაპირ უკავშირდება. ამდენად, სასამართლოს მეგობრის წარდგენის მიზანია დაცული ტერიტორიების როლისა და მნიშვნელობის, საერთაშორისო მიდგომების, პრინციპებისა და გარანტიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

დოკუმენტში გაანალიზებული თანამედროვე მიდგომები ცხადყოფს, რომ დაცულ ტერიტორიებს გაზრდილი მნიშვნელობა აქვთ არაერთი მიმართულებით. მათ შორის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევისა და ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და უწყებების ანგარიშვალდებულება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ხედვებისა და კარგი მმართველობის პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ადგილობრივი გარემოებების, ტრადიციების, ცოდნის სისტემების გათვალისწინება შეუძლებელია ინკლუზიური დიალოგისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე. მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები კი ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტებს“, – აცხადებს ომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ ბალდაში ადგილობრივი მოსახლეობა უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიის ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებს. მათი თქმით, ბალდის კანიონი “ქართულმა ოცნებამ” რუსეთისთვის საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადასცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
  • ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში 4 893 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge