Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 თანამშრომელი დაითხოვეს, ნაწილი კი გააფრთხილეს

March 26, 2026
ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 თანამშრომელი დაითხოვეს, ნაწილი კი გააფრთხილეს

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 თანამშრომელი დაითხოვეს, ნაწილი კი გააფრთხილეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ბათუმელები” ავრცელებს. ახალი დირექტორი თენგიზ ტარიელაძე, რომელსაც სანამ ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, ბოტანიკურ ბაღში განყოფილების უფროსად მუშაობდა, თუმცა დირექტორად დაბრუნების შემდეგ, სხვა მებაღეებს უხეშად ექცეოდა.

“ლელა ბაბულეიშვილი მებაღეობის განყოფილების უფროსია. თავიდან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მასთან – მეგობრული. თუმცა, დირექტორის შეცვლის შემდეგ ეს ქალიც ძალიან შეიცვალა. ეს ვთქვი მხოლოდ – ლელა, რა ხდება, რამ შეგცვალათ ასე-მეთქი. როგორც ჩანს, შეურაცხყოფად მიიღო და გარეთ რომ გამოვედი, მისი მეუღლე დამხვდა გზაში, ვიღაც ბიჭები ახლდა და ფიზიკურად გამისწორდნენ. შენ ეს როგორ იკადრეო, მეუბნებოდა… ასეთ ცუდ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღი. ახალი დირექტორი (თენგიზ ტარიელაძე) და სხვა ხელმძღვანელები უხეშად და უპატივცემულოდ გველაპარაკებოდნენ… მერიაში ჩავედი, დავწერე საჩივარი, მაგრამ რა აზრი აქვს, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ორი-სამი თვე კი გავიდა ამასობაში… მანამდე არ იყვნენ ასეთები, ახლა რატომ გადაგვიარეს ამ „დაბალ ფენას“, არ ვიცი და რატომ გაგვწირეს ასე. ჩვენ, ვინც გამოგვიშვეს, ცოდნაც გვაქვს და გამოცდილებაც. ახლა ისეთებმა ჩაიგდეს ხელში ბაღი, რომ საერთოდ არ აქვთ გამოცდილება” – ეუბნება გამოცემას ერთ-ერთი თანამშრომელი.

ბათუმელები ბოტანიკური ბაღის სხვა, ყოფილ თანამშრომლებს, იგორ მიხორიანუს და ლევან ჯაფარიძეს ესაუბრა რომლებიც მებაღეობის განყოფილებაში მუშაობდნენ და სამსახურიდან 23 მარტს გაუშვეს.

“მოგვმართავდა უზრდელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ეს გადაიზარდა იმაში, რომ ჩემს მეუღლესაც მიმართა უხეშად. ორჯერ გავაფრთხილე და მესამედ ხელჩართული ჩხუბი არ ყოფილა, მაგრამ იძულებული გამხადეს ჩავსულიყავი მერიაში. დავწერეთ საჩივარი მე და კიდევ ერთმა თანამშრომელმა. ვწერდით, რომ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, ვარ ბულინგის მსხვერპლი და ძალიან გთხოვთ, მოგვხედეთ-მეთქი, მაგრამ მერიის მხრიდან რეაგირება არ იყო… არ გაითვალისწინეს ჩემი აზრი, საყვედური მომცეს და მე-13 ხელფასის გარეშეც დამტოვეს. შემდეგ, 2026 წლის თებერვალში, მთავარ აგრონომს კონფლიქტი მოუვიდა კიდევ ორ მებაღესთან და 30-40 მებაღე ვინც იყო, ყველამ გამოხატა უკმაყოფილება, რომ უზრდელია ეს კაცი და არ შეიძლება მაგასთან მუშაობა… ჩემს ქვეყანაში აზრის გამოხატვის უფლება აღარ მაქვს? ხელი არ დამირტყამს ვინმესთვის და არ შემიგინებია. უბრალოდ ის ვთქვი, რომ ეს ადამიანი ყველას გვაყენებს შეურაცხყოფას და იგივე თქვეს სხვებმაც. სხვათა შორის, ამ მთავარ აგრონომს ყოფილ დირექტორთანაც ჰქონდა კონფლიქტი და როგორც ვიცი, ხელიც დაარტყა იმან… „მარტო ის გვითხრა, ან მიდიხართ სამუშაოდან, ან მივიღებ ზომებსო. არ მოგვისმინა. დადის და იძახის, „მე ივანიშვილის დანიშნული ვარ, რაც მინდა იმას გავაკეთებ” – იგორ მიხორიანუ.

“10 წელი ვიმუშავე ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ ახალმა დირექტორმა ახალი წესები შემოიღო, გვავიწროებდნენ. მაგალითად, დაგავალებდნენ, რომ წვიმაში გამოგეჭრა ბამბუკები და რაღაც ასეთები. გველაპარაკებოდნენ უხეშად, მბრძანებლური ტონით. არ მოგესალმება, თუ რამეს ეტყვი – ყვირის. არადა, თავიდან თვითონაც ბოტანიკურში მუშაობდა განყოფილების უფროსად და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. დირექტორად რაც დაინიშნეს, ხმას აუწია – ზემოდან გიყურებენ, აი „გაჩმორებენ“. მე ბიძინას მოყვანილი ვარ, ვერაფერს ვერ მიზამთო, იძახის.
ყველას აწუხებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ყველა ვერ ამბობს ხმამაღლა. ბანკის ვალების გამო ზოგი ვერ ტოვებს სამსახურს, თორემ ბევრია უკმაყოფილო.
თანამშრომელი ეუბნებოდა, მომეცით მშვიდად მუშაობის უფლებაო და ამის გამო დასაჯეს – პრემია არ მისცეს. სიმბოლური საჩუქრები იყო საახალწლოდ და არც ეს მისცეს, ახლა კი ჩემთან ერთად გაათავისუფლეს“ – ამბობს ლევან ჯაფარიძე.

გამოცემა ბათუმის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მერიამ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე პასუხი არ აქვთ. გამოცემის ცნობით, თენგიზ ტარიელაძის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დანიშვნის ბრძანება ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 3 სექტემბერს გამოსცა. პირველი დეკლარაციაც ამ წელს შეავსო ტარიელაძემ დირექტორის რანგში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს, ანუ დირექტორად დანიშვნამდე, თენგიზ ტარიელაძე სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა მებაღედ და აგრონომად. მათ შორის შპს ,,პარაგრაფში” აგრონომად, საიდანაც ხელფასის სახით 36 918 ლარი მიიღო.

მას 10 ათასზე მეტი ლარი გადაუხადა შპს „ანაგიმ“ მებაღის პოზიციაზე, 9 265 ლარი – „ელთ ბილდინგმა“ აგრონომის პოზიციაზე და ასე შემდეგ. თენგიზ ტარიელაძემ 2024 წელს, მთლიანობაში, 20 კომპანიასთან თანამშრომლობით 100 000-ზე მეტი ლარი შემოსავალი მიიღო.

მის საკუთრებაშია სამი მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურში (ორი მიწის ნაკვეთი ფერიაში და ერთი – განთიადში), ბინა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე და მსუბუქი ავტომანქანა Toyota Prius. დეკლარაციის შევსებისას მის საბანკო ანგარიშებზე ხელმისაწვდომი იყო 27 000 ლარი, მისი მეუღლის სახელზე კი – 1 393 ლარი.

ფოტო: ბათუმელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
  • ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში 4 893 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge