აქტივისტ მარიამ მაძღარაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ქალი აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მოსამართლე ნინო ენუქიძემ გაასამართლა.
დღეს აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარზე დგომის საქმეებზე 3 პროცესი გაიმართა. 1 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორს ნიკა ბერიძესა და მიხეილ ნაყეურკს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
