Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში გაიმართა

March 26, 2026
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში Fine Wine Hotel Exhibition მონაწილეობდა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის ღვინოები.

მიმდინარე კვირაში ქალაქ ჩენგდუში ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იქნება მასშტაბურ გამოფენაზე China Food & Drinks Fair და ქართული ღვინის სემინარზე: Fine WineCR.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებენ მასშტაბურ გამოფენებზე: Fine Wine Hotel Exhibition, The China Food & Drinks Fair, RAW Wine Shanghai, Shanghai International Wine Challenge (SIWC), Interwine China და სხვა“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა ზრდასრული ადამიანები ვართ და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ” – კახა კალაძე
  • “უნდათ, რომ მხოლოდ ისეთი ტელევიზიები არსებობდეს, რაც მათ აწყობთ და რომელიც მხოლოდ იმას გააშუქებს, რაც მათთვისაა მისაღები” – კახა კალაძე
  • 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge