თბილისის საქალაო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის საქმეზე პროცესი იწყება – სასამართლოში მივიდა გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძე დღეს მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მისი გამოკითხვა, შესაბამისად მოკლული მასწავლებლის დედა არ გამოიკითხება.
კუპატაძე ამ საქმზე ასევე არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მას ბოლო სიტყვა დასკვნით ეტაპზე უნდა ეთქვა, თუმცა მოკლული ბიჭის დედა ითხოვს, რომ დღეს ისარგებლოს ამ სიტყვით.
მოუწევს მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა – ამბობს ეკა კუპატაძე.
“მე დღეს უნდა დავკითხულიყავი როგორც მოწმე და ჰოი საოცრებავ, მათ ჩემი დაკითხვა არ მოისურვეს და ჩემი გამოკითხვა ცნეს უდავოდ. სულ ბოლოს მე სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის და ეს ამბავი მე გავიგე წუხელ ძალიან გვიან, ამიტომ ვითხოვე რომ მოვსულიყავი დღეს, ბოლოს არ ყოფილიყო ჩემი სიტყვა გაჟღერებული. მოუწევს მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა.
შევუკვეთე ხო მე სახელმწიფოს, შეკვეთით რომ ვიჭერ მათ კიკინიან ბავშვებს, არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა? არ აინტერესებდათ ნ.ი.-ს მოსმენა? ნ.ი. არის გოგონა, რომელმაც ჩემი შვილი ჩააწვინა მიწაში. გოგონას, რომელსაც თურმე ჩემი შვილი სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი არ ქონია სათქმელი სასამართლოზე. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი, ი.ნ.-ს და სხვა დანარჩენების. ქვას ქვაზე დავადუღებ”, – ამბობს ეკა კუპატაძე.
