სტრიმინგ-სერვისმა HBO სერიალ „ჰარი პოტერის“ პირველი თიზერი გამოაქვეყნა.
HBO-მ ჰარი პოტერის სამყაროზე დაფუძნებულ სერიალზე მუშაობის შესახებ 2023 წელს გამოაცხადა. პირველი სეზონის პრემიერა 2026 წლის შობას იგეგმება.
სერიალში ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი შეასრულებს, ხოლო მის მეგობრებს – რონ უიზლისა და ჰერმიონ გრეინჯერს, ალასტარ სტაუტი და არაბელა სტენტონი განასახიერებენ. სერიალის მთავარ როლებზე გამართულ ქასთინგებში 30 ათასზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
