აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეული რაოდენობის გაგზავნას.შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა BBC-სთვის მიცემულ განცხადებაში დაადასტურა.პრესსპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთისკენ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გენერალური შტაბის ელემენტები, გარკვეული “დამხმარე ძალები” და 1-ლი ბრიგადის საბრძოლო რაზმი მიემართებიან.უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა სხვა დეტალები არ გააჟღერა.
