Thursday, May 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ინტერვიუ

„ჩვენს ქვეყანაში უნდა იყო ვიღაცისტი, მონა – ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“ – ფხაკაძე

May 20, 2022
„ჩვენს ქვეყანაში უნდა იყო ვიღაცისტი, მონა – ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“ – ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ „მიქსმეტრონომთან“ კორონავირუსზე ისაუბრა და განგვიმარტა, რომ ახლა ბავშვებში გავრცელებული გრიპი შესაძლოა პოსტკოვიდური იყოს. მისი განმარტებით კორონა არსად არ წასულა და რეგულაციების მოხსნა შეუსაბამი იყო.

მისივე განმარტებით საქართველოში ხელისუფლებამ კორონას მართვა არ და ვერ ისწავლა, მაგრამ ამის ნაცვლად შესანიშნავად დაეუფლა ფულის მართვას. სწორედ ამის გამო დავკარგეთ უმრავი ადამიანი.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელით საქართველო შედის პირველ ოცეულში, ანუ ჩვენ პრაქტიკულად ამოვხოცეთ ჩვენი მოქალაქეები.“

“თუ საქართველოს მინისტრი იტყვის, რომ კორონას წინააღმდგ საბრძოლველად დაიხარჯა მილიონი ლარი, რეალურად ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე მილიონი. ჩვენი მთავრობის წევრები გახდნენ მილიონრები, იმიტომ, რომ ყველამ დაიწყო ფულის გაკეთება. არ იციან კორონას მართვა, მაგრამ იციან ფულის შოვნა.  ის, რომ საქართველო არის ზიმბაბვეს და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყანა მგონი მაგას ყველა ვხვდებით.”

ექსპერტი განმარტავს, რომ კორონას წინააღმდეგ ბრძოლის დროს მისთვის რჩევის საკითხად არავის დაურეკავს.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის კოლაფსის წინაშე. ყველაფერი ძალიან ცუდადაა. გარედან ფასადი არის გიბსოკარდონის, მაგრამ შიგნიდან საშინელება ხდება.  ჩვენს ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილბები. დღეს კორონა ვირუსს ასაღებენ როგორც გრიპს, რომლის სახელიც უცნობია. ჩვენი ჯანდაცვის ექსპერტები დღეს გახდნენ პოლიტიკოსები. გიორგი ფხაკაძე, რომ გახდეს ჯანდაცვის მინისტრი ჩვენი ექიმების 60% დიპლომებს დავახევ თავზე. ექიმები, ექთნები პაციენტებს ეუბნებია რომ არ აიცრან, სიბნელეში ვართ. ეს ყველაფერი არის გაუნათლებლობის ბრალი. დაამთავრეს უნივერსიტეტი, მაგრამ წიგნი არ გადაუშლიათ. ახლა არ არის გრიპი, ეს არის კორონა ვირუსი.“

ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს მსოფლიოში კორონა ვირუსის 11 ვაქცინაა შექმნილი, რომელთაგან ეფექტური არის მხოლოდ ორი – ფაიზერი და მოდერნა, თუმცა ესეც მხოლოდ ოთხი დოზის გაკეთების შემდეგ. მისივე თქმით ჩინურ ვაქცინას არ აქვს შედეგი, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ ვაქცინის გაკეთებას არ მოჰყვება არანაირი სახის უკუჩვენება.

ანტივაქსერების რიცხვის ზრდაში გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძეს ადანაშაულებს:

„ცერცვაძე არის დამნაშავე ქვეყანაში. მაგან განაცხადა პირველად, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ფაიზერის ვაქცინას ვადა გასდიოდა. ამან ანტივაქსერულ მოძრაობას ძალიან შეუწყო ხელი, მისი განცხადების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იცრებოდა, რადგან თვლიდნენ, რომ ფაიზერს ვადა გაუვიდა…არ მესმის რატომ ვიყიდეთ ძვირადღირებული ჩინური ვაქცინა, როდესაც ამავე ფასად შეგვეძლო გვეყიდა მოდერნა.“

მისი განმარტებით ფაიზერის ვაქცინები ინახება უმაღლეს დონეზე. ისინი თავსდება სპეციალურ მაცივრებში, რომლებიც აკონტროლებენ ტემპერატურას. იმ შემთხვევაში თუ ერთი გრადუსით მეტი ან ნაკლები ტემპერატურის პირობებში ინახება ვაქცინა, ის პარტია ნადგურდება. ამ ყველაფრის კონტროლი ძალიან მკაცრად ხდება.

„ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ მედიცინაზე საუბრისას გამოდიან მსახიობები, მომღერლები, კლოუნები და ლაპარაკობენ ვაქცინაზე –  აი ეს არის ჩვენი ქვეყანა. ის მსახიობი წავა და რაღაცას იბჟუტურებს, იმის ლაპარაკი უფრო დასაჯერებელი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ექსპერტის, რომელიც არის დამოუკიდებელი და თავის საქმის მსფოლიო დონის ექსპერტი.  ჩვენს ქვეყანაში უნდა იყო ვიღაცისტი, მონა – ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“ – გიორგი ფხაკაძე

Tags: გიორგი ფხაკაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარკეთილში, ავტოსადგომიდან მიკროავტობუსის გატაცებისა და 4 მანქანის დამტვრევის საქმეზე 2 პირი დააკავეს
  • ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა – არიან დაშავებულები
  • „ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენს გავაჩენ-მეთქი“ – გეგმავს თუ არა ნანუკა გულუა მეოთხე შვილის გაჩენას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge