Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საპატრიარქოში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას მიიღო

March 25, 2026
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საპატრიარქოში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას მიიღო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 23 მარტს საპატრიარქოში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო, რომელშიც შედიოდნენ ტიმიშოარას მთავარეპისკოპოსი და ბანატის მიტროპოლიტი იოანე, წმინდა სინოდის მდივანი, პლოეშის ქორეპისკოპოსი ვარლაამი და მთავარდიაკონი ნიკოლაე.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.

მათივე ცნობით, დელეგატებმა სამძიმარი გამოუცხადეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისთვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის საოცრად დიდ სიმრავლეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო. კიდევ ერთხელ აღინიშნა წმინდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს. შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პირი, რომელმაც სიონის ტაძარში კობახიძის, ყაველაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მისამართით თქვა: “დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს” – ირაკლი ხომასურიძეა
  • “ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის” – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
  • “წმინდა სინოდში დაპირისპირება არ არის” – დეკანოზი გიორგი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge