- ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?
ბოლოს კიდევ ერთხელ გადავიკითხე თომას მანის დოქტორ ფაუსტუსი, ფამუქს ვერ დავუდევი გული და ვერ წავიკითხე, აშკარად არ მომწონს ეს მწერალი იმიტომ, რომ სიკეთის გარდა ყველაფერია. მე მაქვს ხლა ასეთი შემოტევა გადავიკითხო თომას მანი, ჰაინრიხ ბიოლი, ჩარლზ დიკენსი. როგორ ძალიანაც არ უნდა გაგიკვირდეთ დიკენსის რამდენიმე ნაწარმოები გადავიკითხე და კუპრინი, რომელიც თავიდან აღმოვაჩინე. ჯობია ქართულ თანამედროვე ლიტერატურას არ შევეხო. აკა მორჩილაძეა ჩემთვის ყველაზე დიდი მწერალი, დანარჩენზე ბოდიში, მაგრამ არაფერს აღარ ვიტყვი.
- რომელი სპექტაკლის პერსონაჟი იქნებოდით?
არანაირი სპექტაკლის პერსონაჟი არასდროს არ ვიქნებოდი, ვიქნებოდი ყოველთვის ჩემი თავი. არ მიყვარს საერთოდ აი ეს ვიქნებოდი და აი ის ვიქნებოდი.
- რა მუსიკას უსმენთ?
ძალიან მიყვარს კლასიკური ჯაზი. ჩემთვის მოცარტი არის აი ის სიმაღლე, როგორიც არის ვაჟა-ფშაველა და პუშკინი, აბსოლუტურად ამოუცნობი ფენომენი და არ მგონია, რომ ისინი არიან დედამიწის შვილები. ისინი არიან საიდანღაც მოვლენილები, ჩემთვის ეს სამი სიმაღლე არსებობს: ვაჟა-ფშაველა, პუშკინი და მოცარტი.
- ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა?
ჩემი შვილები და შვილისშვილები
- რას ნანობთ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
არაფერს არ ვნანობ. თუ მაინც და მაინც ვნანობ უაზროდ გაფლანგულ დროს, თუმცა ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ესეც აუცილებელია, რადგან ადამიანი არ შეიძლება 24 საათი იყოს ჩართული რაღაც საქმეში.
- თქვენი აზრით ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარდა თუ არა ჩვენი ქვეყანა?
რა თქმა უნდა განვითარდა.
- რას ფიქრობთ ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე?
ჩვენი ქვეყანა არ არის ამოგლეჯილი იმ პროცესებისგან რაც ხდებ მთელს მსოფლიოში, ამიტომ ეს მოთქმა და გოდება, რომ ინფლაცია დაიწყო არაფერს არ გვაძლევს. ინფლაცია მთელს მსოფლიოში დაიწყო, უმუშერობა მთელს მსოფლიოს მოედო, პანდემიამ ეს ყველაფერი „კარგად“ მოახერხა. მე არამგონია ჩვენი ქვეყანა იმაზე მეტად დაზარალებულიყოს ვიდრე სხვა ქვეყნები დედამიწის ზურგზე
- უნდა იყოს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი 6 წლით ციხეში და ხომ არ აზარალებს ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს?
არა, არავითარ შემთხვევაში. როდესაც ადამიანი იმდენს აშავებს, რამდენიც დააშავა სააკაშვილმა ის უნდა იჯდეს ციხეში აუცილებლად. ახლა ის ზის ხუთ ვარსკვლავიან ციხეში, შეირგოს ეს ხუთ ვარსკვლავიანი ციხე, სადაც თქვენობით ელაპარაკებიან. მე არ მესმის, რატომ არის მასთან ყოველ დღე ხუთ-ხუთი ვიზიტორი, მაშინ როდესაც სხვა პატიმრებს ამის ფუფუნება არ აქვთ. რა მერე, რომ პრეზიდენტი იყო? ის არის დამნაშავე, რომელმაც 20% ჩვენი ტერიტორიის ჩააბარა რუსეთს. ამაზე მეტი ლაპარაკი არმინდა, იმიტომ, რომ განრისხებლი ვარ მაგაზე. მაგან გააკეთა ის რაც საუკუნეების განმავლობაში არცერთ ქვეყნის მმართველს არ უქნია.
- სამი სიტყვით დაახასიათეთ ზელენსკი
ზელენსკის ჯერესერთი არ ვიცნობ, რომ დავახასიათო უნდა ვიცნობდე. ის ტრაგიკული ფიგურაა რა თქმა უნდა. ბედმა არგუნა ისე, რომ ამ ტრაგიკულ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინა მას ტრაგიკული ბედი ერგო, მაგრამ მას უნდა ცოდნოდა წიასწარ, რომ ასე იქნებოდა, მე თუ ვიცოდი მაგან რატომ არ იცოდა?
- რა გაღიზიანებთ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
ღალატი, მეგობრის ღალატი და ტყუილი.