Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

March 24, 2026
„ქართული ოცნება“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ორ კრიტერიუმში: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი 20-წლიან პერიოდში. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2006-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2023-2025 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და ბოსნია და ჰერცეგოვინა“. მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10- ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ კრიტერიუმში, როგორიცაა ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

არჩევანის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ლიეტუვა, ბულგარეთი, ბელგია, ესტონეთი, გერმანია, რუმინეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, შეერთებული შტატები, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი.

კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, ესპანეთი, მალტა, ხორვატია, ლიეტუვა, კვიპროსი, ლატვია, მონტენეგრო, სლოვენია, თურქეთი, ალბანეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ხელნაკეთი სამკაულების, ბიჟუტერიისა და ვერცხლის მაღაზია გაძარცვეს
  • “ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში” – სალომე ზურაბიშვილი
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge