პაპუაშვილი პასუხობს ჟურნალისტის კითხვებს, თუ რატომ ვერ გამოინახა ადგილი პატრიარქის დაკრძალვაზე ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტებისთვის:
“ამ ადამიანებმა ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას, ზურგი აქციეს ეკლესიას, ახლა იმაზე წუწუნი სად იყვნენ და სად არა, არის ფარისევლობა. ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და დახიეს მანდატები. ყოფილიყვნენ პარლამენტში და პარლამენტში ყოფნა მათ შორის, ამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, წარმომადგენლობას გულისხმობს სხვადასხვა მომენტებში ქვეყნის ცხოვრებისა. ყოფილიყვნენ პარლამენტში და რა თქმა უნდა ისინი იქნებოდნენ წარმოდგენილი მათ შორის წირვის დროს.
რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ეს ხომ არის ფარისევლობის პიკი, რასაც მისგან ვხედავთ, ადამიანი რომელიც არ იშურებს სიტყვებს იმისთვის, რომ ეკლესია ს თავს დაესხას, გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას, თუთქოს მსოფლიო პატრიარქს სურდა წირვის ჩატარება და მას უარი უთხრა ქართულმა ეკლესიამ…შემდგ კითხვები უჩნდება სად იყო და სად არ იყო…
ის დღე იყო ჩვენი პატრიარქის და ვინმეს თუ პოზირება უნდოდა, მე მგონი, უნდა დაფიქრდეს…” – ამბობს შალვა პაპუაშვილი
