Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

March 23, 2026
ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს

“დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ციხიდან წერილს ავრცელებს მოუწოდებს, დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობის გზით გაშიშვლების პრაქტიკის მსხვერპლებს, გამოეხმაურონ, რომ საქმე საერთაშორისო წარმოებაში მიეცეს.

დაპატიმრებული პოლიტიკოსი ვრცელ წერილში წერს, რომ “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს დეტალურად გაეცნო და დოკუმენტში მოყვანილი ყველა მექანიზმის გამოყენებას იწყებს.

 

“დეტალურად გავეცანი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს:

1. მოცემულია სისხლის სამართლის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი პალიტრა.

2. გარდა სხვადასხვა სიმძიმის ცალკეული დანაშაულებისა, მთავარი ბრალდება “სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დანაშაულია”, რასაც სრულიად სხვა ხარისხში გადაჰყავს ქვეყანა.

3. ეუთომ მოგვცა ბევრი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ რუსულ რეჟიმს.

აქედან გამომდინარე, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი, ვიწყებ დოკუმენტში მოყვანილი ყველა მექანიზმის გამოყენებას სწორედ ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი ძალადობა ჩემს გარდა, ბევრმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. დოკუმენტი იძლევა სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმისა და სამართლებრივი პროცედურების გამოყენების საშუალებას.

შეგახსენებთ, 2025 წელს დიღმის იზოლატორში უკან ხელებშეკრული ფიზიკური ძალადობით გამაშიშვლეს. ეს კვალიფიცირდება ღირსების შემლახველ და არასათანადო მოპყრობად, რასაც ეთმობა ცალკე ნაწილი ამ დოკუმენტში.

ბუნებრივია, ჩემი ამოცანაა არა უბრალოდ ჩემს შემთხვევაზე მუშაობა, არამედ ამ პრაქტიკის ყველა სხვა მსხვერპლის ორგანიზება და თითოეული მოძალადის პასუხისგებაში მიცემა.

აქვე, ხაზს ვუსვამ, რომ ჩემზე ძალადობისთვის სპეციალურად შსს-დან გამოიძახეს პოლიციელი და გაშიშვლების ძალადობრივი ოპერაცია მიმდინარეობდა სატელეფონო კომუნიკაციით გაცემული მითითებებით.

ჩემთვის ყველა მონაწილის გვარი ცნობილია. დადგება როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთ-გადაწყვეტილების მიმღებების პასუხისმგებლობა.

გამოყოფილია ცალკე იურისტი, რომელიც იმუშავებს ამ საქმეებზე.

თუ ხართ დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლების პრაქტიკის მსხვერპლი და გსურთ, თქვენი საქმე საერთაშორისო წარმოებაში მიეცეს, გამოგვეხმაურეთ. “დროას” გუნდი ჩართულია პროცესში და დაგიკავშირდებიან,- წერს ხოშტარია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უცხო ადამიანები გაგვაერთიანა იმ ერთმა წუხილმა – პანაშვიდები იქნება ყოველდღე”- ანდრია ჯაღმაიძე
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • “ბრალი, რომელიც პაატა მანჯგალაძეს აქვს წარდგენილი, მტკიცებულებებს არ ემყარება” – ომბუდსმენი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge