სასახლის ღობის საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმემ ხელი ბრალდებულებს ვერ დაადო. პროცესზე გამომძიებელი კონსტანტინე კერესელიძე გამოიკითხა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 64 ბრალდებულია და ყველას დამახსოვრებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ადვოკატი – აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თუ ჩაატარეთ?
მოწმე – არა
ადვოკატი – გიორგი ქორქიას ძალადობრივი ქმედება რაში გამოიხატება? ტერიტორიაზე შევიდა?
მოწმე – კონკრეტულ პირზე, ვისზეც საუბრობთ, არ მახსოვს მისი ქმედება. ეს პირები დაკავებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე, არის მტკიცებულებები და დავათვალიეროთ.
64 ბრალდებულია, ალბათ პირველ დღეებში მახსოვდა, მაგრამ ახლა ფიზიკურად ვერ დავიმახსოვრებდი. 39 ტომი შეუძლებელია, რომ დაიმახსოვროს ადამიანმა.
კონსტანტინე კერესელიძემ სხდომაზე სასახლის ღობეთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ის მიხეილ სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში ინახება. მისი თქმით, ღობე არ არის დალუქულ მდგომარეობაში, რაგან მისი მოცულობა საკმაოდ დიდია.
ადვოკატის კითხვაზე, გამოითხოვეს თუ არა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ იყო, რადგან საქმეშ ისედაც უამრავი ვიდეომასალა დევს.
ადვოკატი – ჭრის კვალზე ხომ არ გაგიგიათ რაე ტელეეთერებით თუნდაც და ხომ არ დაინტერესდით ამ ვერსიით?
მოწმე – დიახ, დანიშნული იქნა დამატებითი ღონისძიება, ექსპერტს ვკითხეთ, ხომ არ იყო ჭრის კვალი.
ადვოკატი – წინა დღეების კამერები ხომ არ ამოიღეთ, რადგან ასეთი ეჭვი იყო?
მოწმე – არა
ადვოკატი – კამერები რატომ არ გამოითხოვეთ დამატებით?
მოწმე – არ ჩავთვალეთ საჭიროდ, საკმარისი მტკიცებულებები იყო.
ადვოკატი – წერილით რატომ არ მიმართეთ რომ არ ყოფილიყო საკმარისი მტკიცებულება ეს კმარებიე რომ ამოგეღოთ, როცა დაგჭირდებოდათ.
მოწმე – ზღვა მასალა იყო და არ ჩავთალეთ საჭიროდ.
ადვოკატი – ღობე ნივთიერ მტკიცებულებად არის თუ არა საქმეში?
მოწმე – კი
ადვოკატი – სადაა?
მოწმე – ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში, ზუსტი მისამართი არ მახსოვს, დაცულ ტერიტორიაზე, დალუქულია შეძლებისდაგვარად ზომებიდან გამომდინარე. პაკეტში არ არის ზომის გამო. არ ვიცი, რა დავარქვა, ავტოსადგომის ჩასასვლელი ტერიტორიაა და იქაა დალაგებული.
ადვოკატი – რომელიმე ხომ არ იყო დატრიალებული, დაზიანებული ან ასფალტისკენ მიმართული?
მოწმე – ზუსტად არ მახსოვს, შესაძლებელია, ეს ასეც ყოფილიყო.
