პატრიარქის გასვენების ასეთი მისაკუთრება, გვეუბნება იმას, რომ არ უნდა მთავრობას ერის გაერთიანება, – ამის შესახებ მამა დოროთე ყურაშვილი საუბრობს. სასულიერო პირის შეფასებით, ილია II-ის დაკრძალვა შეიძლებოდა ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო გამხდარიყო, თუმცა პროცესი ერთ პოლიტიკურ ფორმატში მოექცა.
“გალაკტიონის ლექსი, რომელიც კომუნისტებსაც კი არ დაუჭრიათ, დაჭრა პრემიერმა და თქვა, რომ “წინაპართაგან წავიდა ყველაო” და გამოტოვა ის ფრაზა: “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული”. და ზუსტად იყო ეს ნათქვამი, შეიძლება მიგვანიშნა კიდეც, რომ იქ არ იყო არავინ, ვინც პატრიარქის გულშემატკივარი იყო. პატრიარქის გასვენების ასეთი მისაკუთრება, გვეუბნება იმას, რომ არ უნდა მთავრობას ერის გაერთიანება. ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, რომ ახლა, რაღაცნაირად, მამის ირგვლივ გაერთიანებულიყო ქვეყანა, გაერთიანებულიყო პარტიებიც კი, რაღაცნაირად ერთმანეთს შეხვედროდნენ მამის დასაფლავებაზე, მაგრამ ეს არ გააკეთეს და არ არის კარგი, არაფერ კარგს არ გვიქადდის სამომავლოდ ეს მოვლენა. სალომე ზურაბიშვილი როგორ არ უნდა ყოფილიყო ან მარგველაშვილი როგორ არ უნდა ყოფილიყო ან იმ გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთ-ერთს როგორ არ უნდა ეთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, ის ხომ საქართველოს პატრიარქი იყო, ის ხომ არ იყო ერთი “ოცნების” პატრიარქი?” – ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი.
