თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში 22 წლის რუსი გოგო გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ალინა კამბაროვა თბილისში 16 მარტს ჩამოვიდა, მისი ცხედარი კი 17 მარტს “Panorama 360 Hotel“-ის ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. 22 წლის გოგო საქართველოში ცხოვრობდა, რუსეთში კი დროებით, ოჯახის მოსანახულებლად დაბრუნდა.
“უნდოდა იქ ცოტა ხნით ეცხოვრა და დისტანციურად ემუშავა. მომავლის გეგმები ჰქონდა და ძალიან კმაყოფილი იყო, რომ საქართველოში მიდიოდა… ბოლოს 11 საათზე მოგვწერა. თქვა, რომ ძალიან დაიღალა, ნორმალურად არ სძინებია და დასვენება უნდოდა“ – ამბობს გარდაცვლილი გოგოს მამა.
რუსული მედიის ცნობით, ალინა სოციალურ ქსელში უკანასკნელად 17 მარტს, 01:40 საათზე გამოჩნდა და მეგობარს ესაუბრა. ალინა სასტუმროში იმ მამაკაცთან ერთად შევიდა, რომელიც აეროპორტში დახვდა, თუმცა ცხედრის აღმოჩენისას ის ადგილზე არ იმყოფებოდა.
“გუშინ ვესაუბრეთ გამომძიებელს. დანიშნულია ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, ძალადობა და სიკვდილის კვალი სხეულზე არ აღინიშნებოდა” – ამბობს მამა
