Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია – ამ საკითხში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ჩარევა არასწორი და მიუღებელია” – გიგა ფარულავა

March 23, 2026
“პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია – ამ საკითხში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ჩარევა არასწორი და მიუღებელია” – გიგა ფარულავა

პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია – ჩვენ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმებით და დავეთანხმებით, – ამის შესახებ გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის საკითხს შეეხებოდა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერი მხრიდან ჩარევა არასწორი და მიუღებელია.

„პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია. ნებისმიერი მხრიდან ჩარევა არასწორი და მიუღებელია. ამ საკითხზე პოლიტიკურად მსჯელობა და განხილვა მიუღებელია ჩვენთვის. ბუნებრივია, ჩვენ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმებით და დავეთანხმებით“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ამასთან, გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ დიდი და შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ქვეყნის მიმართ.

„ძალიან მძიმე დღეები იყო. დიდი და შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ქვეყნის მიმართ და მადლობა მას მსახურებისთვის, დიდი სიყვარულისთვის. განვლილმა დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი მოქალაქეების ის დიდი სიყვარული და ერთობა, რომელიც ამ მძიმე დღეებში სჭირდებოდა ქვეყანას“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება იმას, რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამებაში შესასვლელი სპეციალური საშვი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან მხოლოდ გახარიას პარტიის წევრებს მისცეს, ფარულავამ აღნიშნა, რომ „ერთობის, რომელიც გასულ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს საშვების საკითხით თუ სხვა თემებით, მიუღებელია“.

„გუშინ და არამხოლოდ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველომ აჩვენა უპრეცედენტო მასშტაბის ერთიანობა იმ დიდ გასაჭირში, რაც მძიმე ტრაგედიის შედეგად ბოლო დღეებში იყო. შესაბამისად, ამ ერთობის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს საშვების საკითხით თუ სხვა თემებით, მიუღებელია და დღეს სხვა შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ამ ერთობის დარღვევისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია და არ შეიძლება“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წელს საქართველომ 5 მლნ კვერცხი იყიდა – შარშან იმპორტი ნულოვანი იყო
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, მწეველობის გავრცელება კვლავ მაღალია, ხოლო მოზარდებში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება ბოლო ხუთ წელიწადში გაორმაგდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge