Monday, March 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ადმინისტრაციული ჯარიმები მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება

March 23, 2026
მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ადმინისტრაციული ჯარიმები მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება

ადმინისტრაციული ჯარიმები, რომელიც მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ამჟამად მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.

პარლამენტში განსახილველად „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებია წარდგენილი, რომლის მიხედვით, შესაბამისი ფინანსური სანქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც იქნება შემოღებული.

პროექტის თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი – 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი – 10 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 30 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, ზემოხსენებული მასალების საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან რეალიზაცია – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 2 500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 5 000 ლარით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 5 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

“სახელმწიფო ვალდებულია ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, გარემოს დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნა უზრუნველყოს.

ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას გარემოზე ისეთი მავნე ზემოქმედების შესაძლებლობა, რომელიც ხელყოფს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებას – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ისეთი სამართლებრივი მექანიზმები შექმნას, რომელიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მგალობლების თანხლებით პანაშვიდს გადაიხდიან
  • “სამების ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც ტერორისტული აქტის შესახებ ზარის რეალურობას გამორიცხავდა” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
  • “პატრიარქის გასვენების ასეთი მისაკუთრება, გვეუბნება იმას, რომ არ უნდა მთავრობას ერის გაერთიანება” – მამა დოროთე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge