ნიუ-იორკის ლა-გვარდიას აეროპორტში Air Canada Express-ის თვითმფრინავი დაშვების დროს სახანძრო მანქანას შეეჯახა. მანქანაში ხუთი მაშველი იმყოფებოდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ყველა მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. Air Canada Express-ის რეისზე კი დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა. მედია წერს, რომ ათობით მათგანი დაშავდა. მომხდარის გამო, აეროპორტი დროებით დაიხურა.
რეისი AC8646 მონრეალიდან მოფრინავდა. შეჯახების შედეგად თვითმფრინავი სერიოზულად დაზიანდა.
