Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home დიეტა

როგორ დავიკლოთ წონაში და ამავდროულად ვიკვებოთ სწორად – ინტერვიუ დიეტოლოგ ლაშა უჩავასთან

May 18, 2022
როგორ დავიკლოთ წონაში და ამავდროულად ვიკვებოთ სწორად – ინტერვიუ დიეტოლოგ ლაშა უჩავასთან

ზაფხული ახლოვდება, ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი ფორმაში ჩადგომას და წონაში სწრაფად დაკლებას ცდილობს. „მიქმესტრონომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით დიეტოლოგ ლაშა უჩავას გაესაუბრა, რომელმაც სასარგებლო რჩევები მოგვცა.

ენდოკრინოლოგის თქმით ბუნება და ადამიანის ორგანიზმი სიმბიოზშია ერთმანთთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ბუნება სეზონურად გვაძლევს ისეთ პროდუქტებს, რაც იმ კონკრეტულ სეზონზე მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ზაფხულის სეზონზე ჩვენ განებივრებულნი ვართ ხილით და ბოსტნეულით, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.

“მაშინ როდესაც მზის სხივების ფონზე აქტიურდება ჩვენი ენდოკრინული სისტემა და შესაბამისად მეტაბოლიზმიც, ორგანიზმს სჭირდება ენერგია (ვიტამინები, მინერალები და მიკრო-მაკროელემენტები), რომელსაც ჩვენ ვიღებთ ხილისა და ბოსტნეულისგან, რაც შეეხება წყალ ის აუცილებელი და მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის, ვინაიდან ორგანიზმის დაახლოებით 65-70 % წყლისგან შედგება. ზეფხულის სეზონზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში წყლის დანაკარგი ბევრია, რაც იწვევს ბალანსის დარღვევას ორგანიზმში”

ენდოკრინოლოგის თქმით წყალი აუცილებელი კომპონენტია ჩვენი ორგანიზმისათვის, მისი მიღების წესი და რაოდენობა ყველა ადამიანთან ინდივიდუალურად განიხილება, დამოკიდებულია კონსტიტუციურ აღნაგობაზე, ასაკზე, დღის რეჟიმზე, ფიზიკურ აქტოვობასა და თანმხლებ დაავადებებზე ჯანმრთელი ადამიანისათვის დღის განმავლობაში მისაღები  წყლის რაოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0,033 და მიღებული ციფრის ოდენობა წყალი უნდა მივიღოთ ყოველდღე

„ხშირ შემთხვევაში მოგვმართავენ თავის ტკივილებით, უძილობით, გუნება-განწყობის ცვლილებით, გულის აჩქარებით, ძილიანობისკენ მიდრეკილებით და ასე შემდეგ, ეს ის ზოგადი ჩივილებია, რომელსაც თითქმის ყველა პაციენტი აღნიშნავს და ხშირ შემთვევაში აღნიშნული ჩივილები სწორედ, რომ წყლის დეფიციტით არის გამოწვეული, თუმცა რა თქმა უნდა აღნიშნული ჩივილები შეიძლება იყოს დაკავშირებული ბევრ სხვა დაავადებასთან, რომელთა დიაგნოსტიკა და დიფერენცირება უნდა მოხდეს“ – განაცხადა ლაშა უჩავამ

ენდოკრინოლოგმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა პროდუქტებს მივაწვდით ბავშვს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში. მნიშვნელოვანია გამოვუმუშავოთ კვების რეჟიმი, თავიდანვე უნდა შევზღუდოთ ან ამოვიღოთ რაფინირებული შააქარი, ასევე მარილი, არ უნდა შევაჩვიოთ პურ-ფუნთუშეულს და ტკბილ გაზირებულ სასმელებს, დღის რაციონში უნდა იყოს აუცილებლად: ხორცი, რძის პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, შეზღუდულად ბურღულეული და დიდი რაოდენობით წყალი

მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ზაფხულში დიეტა არასასურველი და საკმაოდ მავნეა.

„რატომღაც ზაფხულში მეტად აქტუალური საკითხია დიეტის დაცვა, რაც არამართებულია, რადგან დიეტა-სწორი, ბალანსირებული, ჯანსაღი, რაციონალური კვებაა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს და არა რომელიმე სეზონზე გვახსენდებოდეს, თუმცა თუ გვსურს კილოგრამების მოკლება ზაფხულის სეზონისათვის რაციონი უნდა გავზარდოთ ხილით და ბოსტნეულით. სასურველია ხილი მივირთვათ დღის პირველ ნახევარში, ხოლო ბოსტნეული დღის მეორე ნახევარში და აუცილებლად საუზმე და სადილი უნდა შევავსოთ რძის პროდუქტებით და ხორცით

ზაფხულში იქედან გამომდინარე, რომ დიდი ოდენობით გვაქვს ხილი და ბოსტნეული ე.წ განტვირთვის დღეები ანუ დეტოქს დღეები უნდა მოვაწყოთ სწორედ აღნიშნული პროდუქტებით, ეს შეიძლება იყოს სმუზის სახით ან ცოცხალი ხილით და ბოსტნეულით, ასევე სასარგებლოა წვენები 1,5 -2 კგ -ს ოდენობით, დეტოქს დღეები შეგვიძლია მოვაწყოთ კვირაში ერთი დღე.“

Tags: დიეტადიეტოლოგილაშა უჩავა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge