საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამგლოვიარო პროცესია სიონის ტაძართან მივიდა. სწორედ ეს ადგილი იქნება ილია მეორის სამუდამო განსასვენებელი.
პატრიარქი უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა. სამგლოვიარო მსვლელობაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები.
ადგილზე ისმის გალობა.
