სამების საკათედრო ტაძრიდან ილია II გამოასვენეს — პატრიარქს მოქალაქეები შეძახილებით „გვიყვარხარ პატრიარქო“ და ტაშით ემშვიდობებიან.
პატრიარქს სიონის ტაძრისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც დაკრძალვა გაიმართება; მარშრუტზე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.
მანამდე სამებაში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.
