ემბერ ჰერდის და ჯონი დეპის სასამართლო პროცესი გრძელდება. პროცესის მიმდინარეობისას ორივე მხარემ საკმაოდ იზარალა, ჯონი ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ აღარ ითამაშებს, ემბერმა კი შესაძლოა დაკარგოს როლი ფილმში Aquaman and the Lost Kingdom.
ცოტა ხნის წინ ემბერმა განაცხადა, რომ Aquaman 2-დან მისი სცენები ამოჭრეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო.
ემბერი Aquaman-ის პირველ ნაწილშიც იღებდა მონაწილეობას, საიდანაც მან ერთი მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიიღებს თუ არა მსახიობი მონაწილეობას მესამე ნაწილში ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა მისი მტკიცებით Warner Bros.-ს მომავალ Aquaman-ში მისი მონაწილეობა აღარ სურს და ეს ჯონი დეპთან განქორწინებასა და სასამართლო პროცესს უკავშირდება. მსახიობის თქმით, ის აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული Aquaman-ის გადაღებებში და ასეც იგეგმებოდა, სანამ ჯონი დეპი და მისი გუნდი მსახიობს მატყუარას არ უწოდებდნენ. ემბერ ჰერდის თქმით, ამ პროცესების შემდეგ Warner Bros.-სთან კომუნიკაცია შეჩერებულია.
Aquaman 3-ის პრემიერა 2023 წლის 17 მარტს იგეგმება, თავად ემბერი აცხადებს, რომ მას როლი შეუმცირეს და ის მხოლოდ 10 წუთით გამოჩნდება.
“თავდაპირველად სხვა სცენარი მომცეს, შემდეგ კი სხვა ვერსია, რომლიდანაც ჩემი ბევრი სცენა ამოღებული იყო. მაგალითად, ჩემსა და სხვა პერსონაჟს ბრძოლის სცენები ჰქონდათ, თუმცა ეს უბრალოდ ამოიღეს”, — აცხადებს მსახიობი