სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სიონის ტაძართან მოქალაქეები იკრიბებიან.
ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.
ამასთან, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პატივსაცემად, კორიდორია მოწყობილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
