სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს-კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში დელეგაციასთან ერთად მივიდა. მას ტაძრის შესასვლელთან მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.
სამების ტაძარში მივიდა, ასევე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეეგება.
ორივე ქვეყნის დელეგაცია ახლა სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება, სადაც პატრიარქის წესის აგების მსახურება დაიწყება.
ცოტა ხნის წინ ტაძარში მივიდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ დღეს.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქი სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორისთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.
