საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ყველა ეკლესიას და მონასტერს 22 მარტს ზარების რეკვისკენ მოუწოდებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება. სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე.“ – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
