“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სამებაში, პატრიარქის პანაშვიდზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრები, საკათედრო ტაძარის შიდა პერიმეტრში სიგნალის დამხშობი მოწყობილობებით, ე.წ. ჯემერით გადაადგილდებოდდნენ.
ამის დამადასტურებელი კადრები პირდაპირი ტრანსლირების დროს გამოჩნდა. კადრების მიხედვით, ივანიშვილის სიახლოვეს მყოფ დაცვის თანამშრომელს მინიმუმ შვიდანტენიანი ჯემერი მკლავზე უკეთია.
ფაქტს, რომ სამების საკათედრო ტაძარში, ივანიშვილის ვიზიტის დროს სიგნალის დამხშობი მოწყობილობი იყო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე არ უარყოფს.
სამების ტაძარში, სადაც პატრიარქი დაასვენეს, 18 მარტს ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა.
