გამოცემა აჭარა თაიმსის ცნობით, სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს – გამოცემას ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს.
მათი ცნობით, ცხედარი არსებული საფლავის ზედაპირზე იყო დამარხული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს.
ფაქტი დაადასტურა ხელვაჩაუჯრის მერის წარმომადგენელმაც:
“რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, იყვნენ გამომძიებლები, ქალი დამარხული იყო. ადგილზე არავინ მიგვიშვა, მეტი დეტალი არ ვიცი,“ – განაცხადა მერის წარმომადგენელმა.
გამოცემა წერს, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, მკვლელობა სავარაუდოდ გონიოს ტერიტორიაზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, როგორც სავარაუდო ბრალდებული, ასევე მოკლული ქალი თურქეთის მოქალაქეები არიან.
