სებ-მა საინფორმაციო მომსახურებაზე “იმედის” თანამფლობელს 99 ათასი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა – ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი მფლობელის, ილია მიქელაიშვილის კომპანიამ გაიმარჯვა.
ეროვნულმა ბანკმა ახალი ამბების მომსახურებაზე 100 ათას ლარიანი ტენდერი 19 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შ.პ.ს პირველმა მიიღო. აღნიშნულმა კომპანიამ ახალი ამბების მომსახურებაში ქვეყნის ცენტრალურ ბანკს 99 ათასი ლარი შესთავაზა.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ეროვნული ბანკისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა 6 სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს (საინფორმაციო სააგენტოები შერჩეული იქნება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად) მეშვეობითაც მოუწევს. ამ მომსახურებაში სებ-ს ერთი წლის განმავლობაში თვიურად 8250 ლარის გადახდა მოუწევს. აქედან მინიმუმ სამმა საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია და მიწოდებული მასალა უნდა გაავრცელოს ულიმიტოდ, შეუზღუდავი რაოდენობით. განაგრძეთ კითხვა…
