საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება.
როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ილია მეორის სამძიმარზე მიმსვლელთა დიდი ნაკადის პირობებში ტაძრის ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.
ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
ვიდეოინსტრუქცია მოქალაქეებისთვის სამებაში მისასვლელად:
