Saturday, March 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველო სულიერ მამას ემშვიდობება – რეგიონებიდან სამების ტაძრისკენ ხალხის უწყვეტი ნაკადი მიემართება

March 20, 2026
საქართველო სულიერ მამას ემშვიდობება – რეგიონებიდან სამების ტაძრისკენ ხალხის უწყვეტი ნაკადი მიემართება

საქართველო სულიერ მამას ემშვიდობება. ნაკადი არ წყდება – რეგიონებიდან დედაქალაქში მოდის ყველა, რათა უწმინდესი და უნეტარესი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.

პატრიარქს, რომელიც ჩვენს ეპოქაში უბრალოდ კი არ ცხოვრობდა, თავად იქცა ამ ეპოქად, მრევლი მთელი საქართველოდან გააცილებს. დაკრძალვასთან დაკავშირებით რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის ინიშნება უფასო ტრანსპორტი. შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

იმერეთის მსგავსად, თბილისში წამოსასვლელად ემზადება აჭარაც. ზღვისპირა ბათუმიდან უფასო ტრანსპორტი როგორც ხვალ, ასევე კვირას, უწმინდესის დაკრძალვის დღეს დაიძვრება.

ანდერძი, რომელიც ქართველ ხალხს ყველაზე ხანგრძლივმა პატრიარქმა დაუტოვა, სწორედ ერთიანობაა. სამეგრელოდან თბილისში მრევლის ნაწილი უკვე ჩამოვიდა. დედაქალაქისკენ კოლონები ფოთიდან და ზუგდიდიდან დაიძრა.

გლოვობს გორიც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს შენობის ფასადზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.

თბილისში წამოსასვლელად ემზადება ალავერდის ეპარქიის მრევლიც. ამბობენ, რომ პატრიარქის გარდაცვალებამ ადამიანებს შორის განსხვავებები გააქრო და დატოვა მხოლოდ საერთო მადლიერება იმ დიდი ადამიანის მიმართ, რომელმაც საქართველოს სულიერი სიმტკიცე და იმედი აჩუქა.

ხვალ და ზეგ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით. უკანასკნელ გზაზე უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს მთელი საქართველო აცილებს.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება 21-23 მარტს საქართველოში
  • განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
  • 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge