Saturday, March 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პატრიარქის დაკრძალვის დღეს ტაძარში შესვლა შეიზღუდება – ვის ექნება შესვლის უფლება

March 20, 2026
პატრიარქის დაკრძალვის დღეს ტაძარში შესვლა შეიზღუდება – ვის ექნება შესვლის უფლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში შესვლა ყველა მსურველისთვის შესაძლებელი არ იქნება. როგორც ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, ტაძარში დაშვებული იქნებიან მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირები.

მისივე თქმით, კვირას თბილისში მორწმუნეები მთელი საქართველოდან მოიყრიან თავს, რის გამოც უსაფრთხოების და ორგანიზების მიზნით შესაბამისი შეზღუდვები დაწესდება. სასულიერო პირები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მომდევნო დღეები და ღამის საათებიც გამოიყენონ.

არ გამოირიცხება, რომ დაკრძალვის დროს, პატრიარქის სამარხში ჩასვენების მომენტში, ტაძარში შესვლა გარკვეული დროით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვისაც კი შეზღუდული იყოს.

პატრიარქის დაკრძალვას თბილისში მაღალი რანგის საერთაშორისო დელეგაციები დაესწრებიან. მათ შორის იქნება მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი, რომლის თვითმფრინავი თბილისში კვირას, დილის 11 საათზე დაეშვება. არსებული ინფორმაციით, აეროპორტიდან იგი პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებს, სადაც სხვა სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქ ილია მეორეს წესს აუგებს.

დელეგაციას თბილისში გზავნის რომის პაპიც. ცნობილია, რომ დაკრძალვას კარდინალი კურტ კოხი დაესწრება სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მანამდე კი, ვატიკანის წარმომადგენლად საქართველოში, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ხუთ მღვდელმსახურთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე იმყოფებოდა და მართლმადიდებლებს სამძიმარი გამოუცხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება 21-23 მარტს საქართველოში
  • განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
  • 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge