Saturday, March 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

March 20, 2026
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ ერთობლივად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.

“21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:

თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);

რუსთაველის გამზირი – თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;

რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;

მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;

ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;

ქეთევან დედოფლის გამზირი – სასტუმრო „მეტეხიდან” მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმართულებით;

ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.

ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;

ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;

კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;

ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასამდე”, საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ “სოკარის” ცენტრალური ოფისის მიმართულები.

ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge