უკრაინელებმა პოკროვსკის მიმართულებით Ka-52 ტიპის რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ვერტმფრენი FVP დრონის გამოყენებით ჩამოაგდეს. უკრაინული მედია წერს, რომ ეკიპაჟის ორი წევრი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
„პოკროვსკის მიმართულებით მტრის Ka-52 იწვის, რაც გამოწვეული იყო FPV დრონის 59 OSHBr-ის დარტყმით“ – წერს უკრაინული მედია
