Friday, March 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უკრაინის პატრიარქი გარდაიცვალა

March 20, 2026
უკრაინის პატრიარქი გარდაიცვალა

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა –  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია და სასულიერო პირები ავრცელებენ.

97 წლია პატრიარქის გარდაცვალების შესახებ დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემაც.

“დღეს ჩემს გულში, როგორც მრავალი უკრაინელის გულში, სუფევს ღრმა სევდა და ტკივილი, რადგან დასრულდა წმინდა პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება.

მოვუწოდებ სრულიად უკრაინულ სამრევლოს, გულმხურვალე ლოცვა აღავლინოს ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულის მოსახსენებლად, რომელიც დღეს უფალთან წავიდა. ვევედრებით ყოვლადძლიერ ღმერთს, მიიღოს ის თავის ზეციურ სასუფეველში. გულითად სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მღვდელმთავრის ოჯახს.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება პატრიარქ ფილარეტის მოწოდებები უკრაინის ეკლესიის ერთობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ კიევის საყდრის გარშემო. გვახსოვდეს და შევასრულოთ მისი სწავლება და დარიგებები ეკლესიური ერთობის მნიშვნელობაზე, ღვთის ნებისა და ეკლესიის სისავსის წინაშე მორჩილებაზე, ასევე ღვთის, ქრისტეს ეკლესიისა და უკრაინელი ხალხისადმი თავდადებული მსახურების შესახებ.

პატრიარქ ფილარეტის გულისცემა 98-ე წელს შეწყდა. თუმცა მისი ხსოვნა ლოცვით სამუდამოდ დარჩება ადგილობრივ ავტოკეფალურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ნათელი და მარადიული იყოს მისი ხსოვნა, ხოლო მისი სული ზეცაში ხარობდეს იმ კეთილი ნაყოფებით, რომლებიც მისმა კეთილმა შრომამ ამქვეყნად გამოიღო და კვლავაც გამოიღებს.

ცათა სასუფეველი, მარადიული ხსოვნა და საუკუნო განსვენება განსვენებულ პატრიარქ ფილარეტს!”, —  წერს ის.

პატრიარქის გარდაცვალებსი შესახებ სოციალურ ქსელში წერს მიტროპოლიტი ევსტრატი ზორიაც.

“მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის წინამძღვარი და კიევის მიტროპოლია ღრმა მწუხარებით აცნობებს სრულიად უკრაინის სამწყსოს, რომ 2026 წლის 20 მარტს, ქრონიკული დაავადებების გამწვავების შედეგად, სიცოცხლის 98-ე წელს, მონაზვნობის 77-ე და მღვდელმთავრობის 65-ე წელს, ღმერთში განისვენა კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა“, — ნათქვამია მიტროპოლიტ ევსტრატი ზორიას განცხადებაში.

ფილარეტი ტომოსის მიღებამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018-2019 წლებში, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ახალ ეკლესიას ტომოსი [ავტოკეფალიის დოკუმენტი]  გადასცა, ფილარეტმა მართვის სადავეები მიტროპოლიტ ეპიფანეს სასარგებლოდ დათმო, თავად კი საპატიო პატრიარქის ტიტული მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბარსელონაში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა
  • მცხეთის მერია პატრიარქის პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
  • კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე პატრიარქის ბანერი განთავსდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge