ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის (ბულუხია) განმარტებით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ რთული ეპოქა დგება, ვინაიდან ილია მეორე ყველას მამა იყო, ვინც არ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, ის შვილებიდან, ძმათა შორის არჩეული იქნება.
მეუფე ანტონის თქმით, რადგან მეუფე შიო (მუჯირი) პატრიარქის სიცოცხლეშივე მისი მოსაყდრე გახდა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ის იქნება მომავალი პატრიარქი.
“რთული იქნება იმიტომ, რომ მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, პატრიარქი იყო ჩვენი, ყველას მამა და მამის წინაშე ყველანი ვიყავით შვილები და ახლა ვინც არ უნდა იქნეს მომავალი პატრიარქი ის იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული და შვილები, ძმები ერთმანეთს შეიძლება ცოტა, რაღაცნაირად რთული იქნება შვილებში. მამის წინაშე ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას და ძმის წინაშე შეიძლება უფრო მეტი ის იყოს… ამიტომ რთული ეპოქა იქნება აუცილებლად.
არა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, [რადგან მეუფე შიო (მუჯირი) პატრიარქის სიცოცხლეშივე მისი მოსაყდრე გახდა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ის იქნება მომავალი პატრიარქი] მაგრამ ბევრ რამეს ნიშნავს, უპირობოდ იმას არ ნიშნავს, რომ ის იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცას ნიშნავს, მაგრამ უპირობოდ არა,” – თქვა მეუფე ანტონმა.
