Friday, March 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

March 19, 2026
დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში აშშ-ის ქმედებებთან დაკავშირებით, ნატო-სგან განსხვავებით, იაპონიის მხარდაჭერით კმაყოფილია.

„ჩვენ იაპონიასთან ყველაფერში უდიდესი მხარდაჭერა და ურთიერთობა გვქონდა. მჯერა, რომ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ და გუშინ წინ გააკეთეს, ისინი ნამდვილად მზად არიან, ნატო-სგან განსხვავებით”,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიჩისთან შეხვედრისას.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო-ს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ეხმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის დაცვაში.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ არაფერი გვჭირდება იაპონიისგან ან სხვისგან. იაპონიის შემთხვევაში, როგორც გავიგე, ისინი ნავთობის 90 პროცენტზე მეტს სრუტით იღებენ. გულწრფელად რომ ვთქვათ, იაპონია, ჩინეთი, ევროპა ნავთობის დიდ ნაწილს სრუტით იღებენ. ჩვენ პრაქტიკულად არაფერს ვიღებთ. ვფიქრობ, ამას უბრალოდ კეთილგანწყობისთვის ვაკეთებთ. მაგრამ ჩვენ არ ვიყენებთ სრუტეს. ჩვენ ვიცავთ სრუტეს ყველა დანარჩენისთვის. შემდეგ კი, ნატო-ს შემთხვევაში, მათ არ სურთ დაგვეხმარონ სრუტის დაცვაში და რეალურად ეს მათ სჭირდებათ. მაგრამ ახლა ისინი ბევრად უფრო კეთილგანწყობილები ხდებიან, რადგან ხედავენ ჩემს დამოკიდებულებას. ისინი ბევრად უფრო კეთილგანწყობილები ხდებიან. მაგრამ, ჩემი აზრით, უკვე გვიანია. ავიამზიდები ომამდე მინდოდა, ომის მოგების შემდეგ არ მინდა“,- განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია მშვიდობის მოტანა.

„ჩვენ ძალიან მძიმე უსაფრთხოების გარემოში ვართ. გლობალური ეკონომიკა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო უზარმაზარ დარტყმას განიცდის. ამ ფონზეც კი, მტკიცედ მწამს, რომ მხოლოდ შენ, დონალდ, შეგიძლია მიაღწიო მშვიდობას მთელ მსოფლიოში. ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარება არასდროს უნდა იყოს დაშვებული. იაპონია გმობს ირანის ქმედებებს, როგორიცაა მეზობელ რეგიონზე თავდასხმა და ასევე ჰორმუზის სრუტის დახურვა“,- განაცხადა ტაკაიჩიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კვირას ილია მეორის დაკრძალვისთვის ჩამოვა, თუმცა ლიტურგიას არ გაუძღვება
  • პატრიარქ კირილის დავალებით, ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ბენიამინი წარმოადგენს
  • წყალი 16 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge