თბილისის მეტრო ილია მეორის დაკრძალვის დღის – 22 მარტის ჩათვლით ღამის 2 საათამდე იმუშავებს – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს:
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება.
თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.
შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ” – ნათქვამია განცხადებაში
