გამომძიებლის ჩვენება რომ ვნახე, საკუთარ თავს თავად მივუსჯიდი მაქსიმალურ სასჯელს – მაგრამ აქ რომ მოვიდა, ვერავინ ამოიცნო და ძალადობა ვერავის დააბრალა – აღნიშნულის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა გენერალმა ლაშა ბერიძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, თავი დავიცვათ. წინა სხდომაზე პროკურორმა მთავარი მოწმედ მოიყვანა გამომძიებელი. მისი ჩვენება ვინმეს რომ ენახა, 6-დან 9-წლამდე კი არა, უფრო მეტი შეიძლებოდა, მოესაჯა ადამიანს, მაგრამ ისეთ კარგ მოწმეს, როგორიც ის გამომძიებელი იყო, დაცვის მხარე, ნორმალურ პირობებში ვერ ინატრებდა. კაცი გამოვიდა და თქვა: “ვიღაცებმა ღობე გადაანგრიეს და მათი ვიდეო არ ამოვიღე, გავაქრეო, არ ამოვიცანიო“ – ეს ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენ გვაინტერესებს იგივე სახის მოწმეები, რომ კითხვები დავუსვათ. იმ კაცმა დაადასტურა, ჩვენს სასარგებლოდ, რომ არ გააკეთა ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც ღობე გადაანგრიეს, არ ამოიღო ვიდეო კადრები, რომელიც ამას დაადასტურებდა და არ შეეცადა, რაიმე დამადასტურებელი გარემოება მოეძებნა. არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარა. ეს ჩვენს სასარგებლომ მეტყველებს. ჩვენ გვინდა ყველა მოწმე მოვიდეს და დაიკითხოს. გამომძიებლის ჩვენება რომ ვნახე, საკუთარ თავს თავად მივუსჯიდი მაქსიმალურ სასჯელს. მაგრამ აქ რომ მოვიდა , ვერავინ ამოიცნო და ვერავის დააბრალა ძალადობა. მან მიკერძოებული გამოძიება ჩაატარა. იქ იყო ჯგუფი, რომელმაც საბოტაჟი მოაწყო. 6 თვეა ციხეში ვართ და გამომძიებელს, ადამიანები, რომლებმაც მართლა ძალადობა ჩაიდინეს, იდენტიფიცირებული არ ჰყავს.
ადამიანები, რომლებიც გამოძიებაში იყვნენ ჩართულები და აცხადებენ, რომ საქმე გამოიძიეს გვინდა, რომ მოვიდნენ და გამოიკითხონ”,- განაცხადა ლაშა ბერიძემ.
