“კოდექსში გაწერილი ნორმა გამონაკლისს არ ცნობს… მიხეილ სააკაშვილის თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება” – ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის დაკრძალვაზე მიყვანის თხოვნის შესახებ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა: “ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი”/
პენიტენციური სამსახური “რადიო თავისუფლებას” უდასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა უკვე მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება.
