ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიწკანაანთესრში სატვირთო ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “მთავარი ამბები” კახეთიდან ავრცელებს.
მათივე ცნობით, უცნობმა პირებმა, აკუმულატორებთან ერთად, სატვირთოებიდან სამუშაო ინსტრუმენტების ნაკრებიც წაიღეს.
ადგილობრივი მცხოვრების, გენადი ცერცვაძის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მისი თქმით, სავარაუდო ქურდი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
